შუალედური არჩევნები 2019 - სტუმარი გიორგი ლილუაშვილი

23.04.2019 11:22

„მოამბე“ განაგრძობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეებისთვის დროის დათმობას.

კანდიდატების რეგისტრაცია დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 20 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის იქნება გიორგი ლილუაშვილი - პარტია „საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი.

ცოტა ხნის წინ, ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაშინ ხმათა 0.06% მიიღო.  

გიორგი ლილუაშვილი პროფესიით არის იურისტი, ასევე აქვს ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე იურისტად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2010 წელს მონაწილეობდა თსუ-ს რექტორის არჩევნებში.

2016 წლიდან არის პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog