კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა


კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს. პაციენტი 62 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის. ბოლო პერიოდში ის ძირითადად სახლში იყო და შეხება ჰქონდა შვილთან, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმია. მას დღეს აუღებენ ანალიზებს იმის დასადგენად, აქვს თუ არა კორონავირუსი.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკაში სულ ექვსი ადამიანი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა მსუბუქი, ორის კი შედარებით საყურადღებოა. ერთ პაციენტზე განმეორებითი ტესტირება იგეგმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან