კოვიდ 19-ის შიდა გავრცელების შემთხვევა ბათუმში
ბათუმში კოვიდ 19-ის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ინფიცირების პირველწყარო უცნობია. გვიან ღამით, კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ინფიცირებული ცხელების ცენტრამდე, სხვა კლინიკაში, კორონავირუსისთვის არადამხასიათებელი ჩივილით მივიდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, შემოყვანისას პაციენტს არ ჰქონდა ცხელება, თუმცა მალევე ივარაუდეს, რომ მას შესაძლოა კორინავირუსი ჰქონოდა. ამის გამო, 10-მდე მედპერსონალი კარანტინშია გადაყვანილი. თვითიზოლაციაში გადავიდა ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფიც, ჯამში ექვსი ადამიანი. მათ ასევე კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულთან. როგორც ცნობილია, ინფიცირებული ქალი ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. მიმდინარეობს ამ კონტაქტების გამოკვლევაც. ინფიცირებულს ამ დროისთვის ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. შესაძლოა, დღეს კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს ბათუმის კლინიკა „მედალფა“. განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი აჭარაში მეხუთე იქნება, რომელიც კლინიკას გამოჯანმრთელებული დატოვებს. კლინიკაში ამჟამად 10 ინფიცირებულია. ერთი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ რთულია და მართვით სუნთქვაზე რჩება. სხვა პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ 19“-ის გავრცელება და პრევენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster