„სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა

03.07.2021 04:36

„სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მოქალაქეებმა დღეს, 12:00 საათიდან ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლეს. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. დღეს დილით ასევე არ განახლებულა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე, სადაც ინფორმაციას ტრადიციულად 11:00 საათისთვის ათავსებენ. როდის განაახლებს ვებგვერდი სრულფასოვან მუშაობას და როდის შეძლებენ მოქალაქეები რეგისტრაციას, ამას თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის – მიმდინარეობს თუ არა უკვე მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: