საქართველო 100 000 დოზა სინოფარმს მიიღებს
წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „საქართველოს წითელი ჯვარი, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხრიდან შეხვედრას წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ესწრებოდნენ. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის წითელ ჯვართან, ისინი საქართველოს წითელ ჯვარს გადმოსცემენ ვაქცინას, ჩვენ კი სამინისტროს გადავცემთ. პირველ ეტაპზე საუბარია 100 000 დოზაზე“, - აღნიშნა ნათია ლოლაძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა. საქართველომ სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი. მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ - https://booking.moh.gov.ge/
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
სადღესასწაულო და უქმე დღეებში დაწესებული შეზღუდვები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცე...
TV IMEDI
ეპიდემიური ვითარება და „სინოფარმის“ ახალი პარტია საქართველოშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ეს პანდემიის დასასრულია" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვი...
Radio Atinati
საქართველო ჩინეთისგან „სინოვაკის“ 100 000 დოზას მიიღებს
TV IMEDI
❤ კაბუ - #თბილისი / Kabu - #Tbilisi ❤
100,000,000 views
" არასწორი პოლიტიკის გამო ადგილობრივმა ბიუჯეტმა 100 000 ლარ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
100 000 - ზე მეტი ძვირფასი საჩუქარი იოსებ სტალინს #საქართველ...
გიორგი ახლოური • Giorgi Akhlouri