შეფერხება ვაქცინაციის მეორე ეტაპზე

13.05.2021 07:01

მასშტაბური ხარვეზი ვაქცინაციის პროცესში. ჩინური „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის დაწყებიდან უკვე 25 საათია გასული, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი სასურველ დროს და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე დარეგისტრირებას საათების განმავლობაში ვერ ახერხებდა. ფანჯრის გახსნიდან პირველ საათებში მაღალი მიმართვიანობის გამო ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და ვებ-გვერდის სრული პარალიზება მოხდა. 50 000 ადამიანისთვის გათვალისწინებული „სინოფარმის“ პირველი დოზები სრულად დაჯავშნილია და რეგისტრაცია მხოლოდ მეორე დოზაზე გაიხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ნაწილი შესაბამის ინფორმაციას არ ფლობდა. გუშინ საღამოს შემდეგ დარეგისტრირებას პირველი დოზით აცრის მსურველებიც ცდილობდნენ, რამაც მიმართვიანობა კიდევ უფრო გაზარდა და სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ცალკე პრობლემაა „ასტრაზენეკაზე“ ხელმისაწვდომობაც. ბრიტანულ-შვედური ვაქცინით აცრა 45 წელს ზემოთ პირებზეც დაუშვეს, თუმცა მეორე დღეა, „ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაციის პროცესიც შეფერხებით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
02:43

რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
02:40

რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონა-გენოციდის საფრთხე - სპეციალისტების საგანგაშო პროგნოზი
08:14

კორონა-გენოციდის საფრთხე - სპეციალისტების საგანგაშო პროგნოზი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შოთა რეხვიაშვილი კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
01:34

შოთა რეხვიაშვილი კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
00:39

შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიც...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
00:58

შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიც...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შეფერხება ვაქცინაციის პროცესში
08:31

შეფერხება ვაქცინაციის პროცესში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხარვეზი ვაქცინაციის პროცესში
03:00

ხარვეზი ვაქცინაციის პროცესში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო