რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

13.02.2022 02:40

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 15 712 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,84 პროცენტია. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში აღირიცხა - დედაქალაქში ვირუსი 7 713 ადამიანს დაუდასტურდა, მაღალი მაჩვენებლებია ასევე იმერეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 190 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, 1 270 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, სულ ჩატარებულია 2 მილიონ 700 ათასზე მეტი აცრა, დღიურად აცრილია დაახლოებით 2 ათასი ადამიანი. ამ ეტაპზე ძირითადად გავრცელებულია „ომიკრონის“ შტამი, ეპიდემიოლოგები ვითარების დასტაბილურებას თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო