„თალიბანი“ ავღანეთს სრულად აკონტროლებს
მძიმე კადრები ავღანეთიდან - 20 წლის შემდეგ მთელ ქვეყანაზე კონტროლი ისევ „თალიბანმა“ აიღო. რადიკალური დაჯგუფება მთლიანად აკონტროლებს დედაქალაქ ქაბულს, სადაც ახლა ქაოსი და პანიკაა. „თალიბების“ შესვლისთანავე ადგილობრივებისა და უცხოელების დიდი ნაწილი აეროპორტისკენ დაიძრა. მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს მასობრივად ტოვებენ და გარბიან. არის მსხვერპლი. ქაბულის აეროპორტში ხუთი ადამიანია დაღუპული. აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების, დიპლომატების, საელჩოების თანამშრომლებისა და მოკავშირე ავღანელების ნაწილის გაყვანას ცდილობენ. 60 ქვეყანა, ერთობლივი განცხადებით, „თალიბებს“ ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვს. ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან წავიდა. ექსტრემისტული დაჯგუფება აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის დაანონსებისთანავე გააქტიურდა, ავღანელი სამთავრობო ძალების მისამართით ინტენსიურ შეტევაზე კი ერთი თვის წინ გადავიდა. ავღანეთში არსებული მძიმე სიტუაცია საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემაა. ბრიუსელსა და გაერო-ში საგანგებო სხდომებია ჩანიშნული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი რეალობა ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თალიბანი ჩინეთთან ურთიერთობების გაღმავებას გეგმავს და უცხოურ...
ამერიკის ხმა
მარიონეტული მთავრობა და თალიბანი ავღანელი ხალხის წინააღმდეგ
მაუწყებელი • Mautskebeli
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როდის დატოვებს ამერიკული ჯარი ავღანეთს?
ამერიკის ხმა
„ავღანეთს დაცლიან პროდასავლური ადამიანებისგან, დასავლური ორ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რით ემუქრება ქალებს თალიბანი?
64 Project