#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2021 #LIVE

20.10.2021 59:50

• გოგელიას კლინიკაში სავარაუდო თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა - შსს-მ გამოძიება 180-ე მუხლით დაიწყო; უწყება შეისწავლის, რა ვაქცინით ცრიდა პაციენტებს სეზონურ გრიპზე იმუნოლოგი გიორგი ჩენდლერი, რომელმაც მოთხოვნის შემდეგ ვაქცინის წარმომავლობის საბუთი ვერ წარმოადგინა და კლინიკა უკანა გასასვლელით დატოვა • საქართველოში ეპიდ-ვითარება დღითი დღე მძიმდება - ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო მარათონი მიმდინარეობს; სპეციალისტები არასაიმედო პროგნოზს აკეთებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ხისტი გადაწყვეტილებები • მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალი წარედგინა - საგამოძიებო უწყებამ საზღვრის უკანონო კვეთის სქემა სრულად გაშიფრა; საქართველოში რვა წლის შემდეგ, ბორანით დაბრუნებული ექსპრეზიდენტის მარშრუტი და საქმის დეტალები • ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების მიუხედევად, რუსეთი „თალიბანის“ წარმომადგენლებს მასპინძლობს - მოსკოვის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებში დასავლეთი არ მონაწილეობს; სამომავლოდ, რუსეთი ავღანეთის ახალი მთავრობის დე იურედ აღიარების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: