დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა
ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა - ტრამპის მიერ თავდასხმიდან რამდენიმე წამში წარმოთქმული სიტყვები „რესპუბლიკელთა“ მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ხდება. სწორედ ამ შეძახილებით შეხვდნენ ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში დონალდ ტრამპს, რომელიც პარტიამ დელეგატების ხმების უმრავლესობით აირჩია და საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ყრილობაზე ექს-პრეზიდენტი 13 ივლისს მომხდარი თავდასხმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტრამპმა ოჰაიოელი სენატორი შეარჩია, რომელიც წარსულში მისი მწვავე კრიტიკით იყო გამორჩეული და მას ჰიტლერსაც კი ადარებდა. ჯეი დი ვანსი საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობას ბაიდენის რიტორიკას უკავშირებს. ამოძრავებდა თუ არა 20 წლის მეთიუ კრუკსს პოლიტიკური მოტივი და როგორ აღმოჩნდა ტრამპის სცენიდან 140 მეტრში მდებარე შენობის სახურავზე შეიარაღებული ადამიანი - ამ და სხვა არაერთ შეკითხვას საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა კონგრესში უნდა უპასუხოს. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენა 22 ივლისს ჩანიშნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დონალდ ტრამპი — პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი
Formula News
"ამერიკის ხმა" "მაესტროზე" - რესპუბლიკელთა კონვენცია დაიწყო
ამერიკის ხმა
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დონალდ ტრამპის მიმართვა
Formula News
#მოამბე 21 საათზე, 14 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯონ მაკკეინს დღეს დაკრძალავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster