ჯონ მაკკეინს დღეს დაკრძალავენ
ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს დღეს მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა. მაკკეინს მისი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით დაასაფლავებენ. ჯონ მაკკეინის ოჯახის წევრების თხოვნით, საზოგადოებისა და მედიისთვის ცერემონიალი დახურული იქნება. მანამდე კი ჯონ მაკკინს ვაშინგტონში, საკათედრო ტაძარში ემშვიდობებოდნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ მისი ქვრივი, შვილები და 106 წლის დედა. ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, სხვადასხვა დარგის მოღვაწეები, სასულიერო პირები მთელი მსოფლიოდან. მსახურებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი. მაკკეინის უკანასკნელი სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრებოდა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გამოსამშვიდობებელი მსახურება წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცერემონიალზე დასასწრებად შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ სხვადსხვა ქვეყნის ლიდერები და დელეგაციები. ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, სენატორის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად იმყოფებოდა ოფიციალური დელეგაცია საქართველოდანაც. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ამერიკა სენატორ მაკკეინს ემშვიდობება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სენატორი მაკკეინი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშინგტონში ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი პოლიტიკოსები ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურებია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმრის წიგნი აშშ-ის საელჩოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმარი გარდაცვლილი სენატორის ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან“ - ევე...
რადიო თავისუფლება
გზა აღიარებიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე
ამერიკის ხმა