პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება

30.04.2019 01:51

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარებაზე, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია, რომ ეს იყო სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა. შეგახსებეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე, გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, - სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს, „მძინარას“ უწოდებს, - რაც  მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან    წაიშალა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: