თეთრი სახლის განცხადება

29.05.2024 01:43

იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დასძლია პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი, – ეს კი თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებაა. ასე უპასუხა კარინ ჟან-პიერმა კითხვას - რა არის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი ქართველებისადმი, რომელთაც სურთ ინტეგრაცია ევროკავშირთან და არა რუსეთთან.

რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani