პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

07/13/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪️გაფართოების პაკეტზე ევროკომისიის დასკვნის მომზადების თარიღზე: ყველაფერი ჩვენს ლოგიკას გაჰყვა, ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს
▪️„არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ 2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“
▪️„ევროკომისიის დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა“
▪️„ქალბატონ რასას განცხადება სამარცხვინო იყო; საჭიროა არა სიტყვების დამარცვლა, არამედ - ფაქტების მოყვანა“
▪️„ჩემთვის არანაირი განსხვავება არაა სალომე სამადაშვილსა და რასა იუკნევიჩიენეს შორის - არც ერთს ენდობიან საქართველოში და არც მეორეს - ლიეტუვაში“
▪️ბიძინა ივანიშვილსა და სანქციების შესახებ მოწოდებებზე: შეიძლება, ამ კაცისგან, ვიღაცას რაღაც კონკრეტული უნდა და საზოგადოება კარგად მიხვდება, რაზე შეიძლება იყოს საუბარი
▪️„ჩვენ თუ ომში ჩავერთვებოდით, კანდიდატს სტატუსი აპრიორი მოგვენიჭებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ომში ჩართვის პირობებში მოგვენიჭება სტატუსი“
▪️„ბარამიძის განცხადება ჯარისკაცების ცალსახა შეურაცხყოფაა - ქართულ ჯარს ყველა ფრონტზე აქვს დამტკიცებული, რომ საუკეთესოა, თუმცა ნებისმიერი ომი გამანადგურებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“
▪️„12-ვე პუნქტს გავყვებით - ჩვენ აბსოლუტურად გავხსენით კარი დისკუსიისთვის და ოპოზიცია არ ერთვება, ისინი მთლიად ემიჯნებიან დეპოლარიზაციის გეგმას“
▪️„საარჩევნო ბარიერის თემა მთლიანად პოლიტიკური, ჩვენი კეთილი ნების საკითხია“
▪️„რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ბარიერი, თუ პოლარიზაცია არ მოხდება, შეიძლება, ბარიერის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ“
▪️„ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: მინდა, თითოეული ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო - ერთადერთი, რაზეც ვერ შევთანხმდით, იყო ის, თუ რა დოზით უნდა ითქვას რაღაცები საჯაროდ; მათ განცხადებებში არაფერი ანტიდასავლური არ ყოფილა
▪️„აშშ-ის ელჩმა კითხვებს პასუხი არ გასცა და, სამწუხაროდ, შეუარცხმყოფელი კომენტარით შემოიფარგლა“
▪️გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს ყველაფერი იმას წარმოაჩენს, იმის ლუსტრაციაა, თუ რა ღირებულებებით მუშაობენ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები
▪️პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022