უწყებათაშორისი კომისიის სხდომა


მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პენსიები, ისე სხვა სახელმწიფო კომპენსაციები და სოციალური დახმარებები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი. კომისიის მიზანია, პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან