უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

28.10.2020 01:33

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რიგით მეათე სხდომა გამართა.  ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. დღევანდელ სხდომაზე მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც    22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, განხილული 48 საკითხიდან 41 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა. დღევანდელ სხდომაზე, მედიაში გავრცელებული ძალადობის ფაქტებიც განიხილეს. სხდომას კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: