უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

25.12.2019 05:04

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ შექმნილმა უწყებათშორისმა კომისიამ დღეს ოთხი სამინისტროს ხედვა მოისმინა. არასრულწლოვნების მართლმსაჯულების პროცესში ხარვეზების გამოსასწორებლად საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. სრულწლოვანების ასაკს მიუღწეველი პირების ადვოკატების თანდასწრებით დაკითხვა მალე შესაძლოა კანონმდებლობის დონეზე გახდეს სავალდებულო. აპრილიდან კი თბილისში არასრულწლოვნებისთვის პოლიციის სპეციალიზებული სამმართველო ამოქმედდება. ცვლილებებია მოსალოდნელი სკოლებშიც. მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად იგეგმება ფსიქოლოგიური და მანდატურების სამსახურის გაძლიერება, კერძო სკოლებში კი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება დაიწყება. სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.  ლიკა ალელიშვილი გვეტყვის, როგორ ჩაიარა სამინისტროების მიერ წარდგენილი ხედვის პრეზენტაციამ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: