რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


მარიუპოლის დამცველები არ ნებდებიან.

რუსეთის საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული ქალაქიდან მოქალაქეები და დაჭრილი სამხედროები ევაკუაციას უშედეგოდ ელოდებიან. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას რუსეთი ერთადერთი პირობით, უკრაინელი მებრძოლების ჩაბარების შემთხვევაში განიხილავს, რაზეც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი „აზოვის“ მებრძოლები კატეგორიულ უარს ამბობენ. სწორედ მარიუპოლიდან და საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მყოფი სხვა ქალაქებიდან საევაკუაციო დერეფნების სასწრაფოდ გახსნაა ახლა პუტინის მისამართით მსოფლიო ლიდერების მთავარი მოწოდება. აღდგომის დღეებში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის უარის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მოსკოვს დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გარდა უკრაინის მთელ სამხრეთ ნაწილზე კონტროლის მოპოვებაც სურს. კიდევ ერთ მიზნად დონბასსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფნის შექმნა ცხადდება. დონბასზე შეტევა გრძელდება, ინტენსიური ავიაიერიშებია ხარკოვზეც.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან