იუსტიციის მინისტრი ხორვატიაში შეხვედრებს განაგრძობს


იუსტიციის მინისტრი ხორვატიაში შეხვედრებს განაგრძობს. თეა წულუკიანი ხორვატ კოლეგას სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პროკურატურის ფუნქციების შესახებ ესაუბრა.

ყურადღება გამახვილდა პროკურატურის რეფორმაზე. ხორვატიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც შეხვდა და მას მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს შიგნით ეფექტიანად არის შესაძლებელი და უმეტეს შემთხვევაში, საჭირო არ არის საქმეების დამატებითი განხილვა ევროპულ სასამართლოში, ეს კი საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან