პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ლაითურში

16.08.2020 01:20

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში ჩავიდა და პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ეს არის 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება, რომელიც თეა წულუკიანის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს მორგებული იქნება. ლაითურის პროექტი, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო