თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე მოვაჭრეებს საპატრულო პოლიციამ ვაჭრობა აუკრძალა. მოვაჭრეების განცხადებით, ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი სამართალდამცავების აკრძალვას არ დაემორჩილებიან. თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საპატრულო პოლიციის პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები მათი პირდაპირი კონკურენტები არიან და იმის გამო, რომ ისინი ბაზრის შესასვლელთან ვაჭრობენ, მყიდველს მათთან მიღწევა უჭირს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარემოვაჭრეები პროდუქციას ბევრად უფრო იაფად ყიდიან, ვიდრე აგრარული ბაზრის შიგნით მყოფი მოვაჭრეები.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1aEXDcU
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1aEXDcU