22 თებერვალი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა
დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. განცხადებას ავრცელებს ქვეყნის პრემიერი :„დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას. სამშობლოსათვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი“. შეგახსენებთ, ყოფილი სამხედრო, 2018 წელს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა — 22 თებერვალი
ქრონიკა 14:00 საათზე - 22 თებერვალი, 2022 წელი
TV IMEDI
ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster