არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნება. გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები დაესწრებიან. ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოძრაობა „შეცვალეს“ მდუმარე აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
TV IMEDI
ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი შესრულდა
Trialeti TV
ხუთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster