ხუთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ტატუნაშვილია დაკრძალული, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ადგილზე პატივი მიაგეს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. არჩილ ტატუნაშვილის შესახებ განცხადება გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სოციალური ქსელის გვერდზე. ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნათქვამია: „სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა“. არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ორ თვეში გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხუთი წელი უკრაინის რევოლუციის შემდეგ
რადიო თავისუფლება
ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუთი წელი გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან / COVID-19-ის რვა ახალი შემ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
Ajara TV