ვითარება ქალაქებში, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს #მოამბე უკრაინიდან

05.04.2022 01:33

კიდევ ერთი გადამწვარი უკრაინული ქალაქი და მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ბუჩას შემდეგ - ჩერნიგოვი. იაგონდაია - დასახლებული პუნქტი, რომელიც ოკუპანტებმა უკვე დატოვეს, თუმცა ნახევრად დანაღმული. საქართველოს პირველი არხი იყო პირველი, ვინც უსაფრთხოების ზომების დაცვით მისი გადაღება და გადარჩენილ მოქალაქეებთან გასაუბრება შეძლო. ერთ-ერთ მიწისქვეშა თავშესაფარში ნაპოვნია 350 ცხედარი. მოქალაქეები იქ საკვებისა და წყლის გარეშე თითქმის ერთი თვე იმყოფებოდნენ. რუსული არმიის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს თითქმის არაფერი გადაურჩა, მათ შორის არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: