ვითარება ახალ კალედონიაში
ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მერის განცხადებით, ქალაქი ამბოხებულების ალყაშია. სონია ლაგარდის თქმით, ამბოხებულებმა მრავალ საჯარო დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, წესრიგი ქალაქში ვერ მყარდება. ორმხრივი ცეცხლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად სულ ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. სამართალდამცველებმა დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი. მედიის ცნობით, საფრანგეთიდან კუნძულზე დამატებით 1000 ოფიცერი გაიგზავნა, რომლებიც ადგილზე მყოფ 1700-მდე სამხედროსთან ერთად შეეცდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფას. არეულობა არქიპელაგზე გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს, რომლებიც საფრანგეთის რეზიდენტებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს, რამაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას ამცირებს. არქიპელაგზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ღამით კომენდანტის საათი. ასევე, აკრძალულია საჯარო შეკრებები, ალკოჰოლის გაყიდვა და იარაღის ტარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საინფორმაციო ომი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ ყოლბაიას ისტორია - “საქართველოს დაბადება”
საქართველოს დაბადება
ეპიდემიური ვითარება საქართველოში - ხათუნა ზახაშვილი #ახალდღე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გუგუტიანთკარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster