„მოამბე“ კონფლიქტის ზონიდან
„მოამბე“ ცხელი წერტილიდან. მთიან ყარაბაღში შეტაკებები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ჩვენი გადამღები ჯგუფები სომხეთსა და აზერბაიჯანში მუშაობენ. „მოამბის“ კორესპონდენტი ლევან ახალაია და ოპერატორი გიორგი ქასრაშვილი დღეს საომარი მოქმედებების ეპიცენტრთან ახლოს, იმ ქალაქებში იმყოფებოდნენ, სადაც აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთმა კასეტური ბომბები გაუშვა. საუბარია ქალაქ განჯაზე, მინგეჩაურზე და ტერტერის ტერიტორიაზე. „მოამბის“ კამერამ გადაიღო დაბომბილი ადგილები და ესაუბრა ადგილობრივებს. მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების არეალი სადავო რეგიონს გასცდა და მიმდებარე დასახლებები მოიცვა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სულ დაბომბვის შედეგად განადგურებულია 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 60-მდე სამოქალაქო ობიექტი. დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი ნაწილი კი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. კადრები კონფლიქტის ზონიდან, - ლევან ახალაია გვეტყვის, რა ვითარებაა აზერბაიჯანის იმ ქალაქებში, რომლებიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ კონფლიქტის ზონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ თურქეთ-სირიის საზღვრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში, კონფლიქტის ადგილზე - „მოამბე“ უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 25 ოქტომბერი 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
„კვირის მოამბე“, 4 ივნისი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კვირის მოამბე“, 15 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 16 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 25 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster