საომარი მოქმედებები უკრაინაში


ლუგანსკის ოლქის საავადმყოფოებში 300-ზე მეტი მსჯავრდებულია გადაყვანილი, რომლებიც უკრაინაში საომრად გაგზავნეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რუსეთის არმიამ 85 ჯარისკაცი დაკარგა.

ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა მიიტანეს. ამასთან, 80-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. სულ რუსეთის არმიამ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მისამართით მიიტანა დარტყმები, მათ შორის ღამით დაიბომბა ხარკოვი, შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები.

უკრაინის ავიაციამ ბოლო 24 საათში რუსეთის პოზიციებსა და სამხედრო ობიექტებზე 30 ავიაიერიში მიიტანა. განადგურებული და დაზიანებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ჩამოგდებულია ორი ვერტმფრენი და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი. მწყობრიდან არის გამოყვანილი ექვსი საზენიტო დანადგარი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიის დანაკარგი 62 ათას სამხედრო მოსამსახურეს აჭარბებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან