საგარეო საფრთხეებზე და გამოწვევებზე პარლამენტში იმსჯელეს


რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე რთული მოლაპარაკების პროცესის მიმართ ოპტიმისტური პროგნოზია თბილისში. ამ პოზიციას ხელისუფლება ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ბოლო დღეებში სწორედ საქართველოზე გაკეთებული განცხადებებით იმყარებს.

ჟენევაში, ბრიუსელსა და ახლა უკვე ვენაში გამართული შეხვედრები ქართულ მხარეს არწმუნებს, რომ აშშ და ნატო მოსკოვთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავენ. რა სამუშაოები ჩაატარა მოლაპარაკებების დაწყების წინ საგარეო უწყებამ იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები მაქსიმალურად დაცული და აქტუალური ყოფილიყო - დღეს საგარეო და თავდაცვის უწყებებმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარეს. მინისტრების მოადგილეებმა ოპოზიციისგან არაერთი შენიშვნა მიიღეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან