ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინშეხვედრა

06.08.2021 02:11

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებულ  საფრთხეებსა და გამოწვევებზე“ -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ ონლაინდისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი“. 

დარსალიას განცხადებით, საქართველო შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში  რუსეთის სამხედრო გაძლიერებით. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს თავის სტრატეგიას, რომლის მიზანია, რეგიონში გავლენის  სფეროების გაფართოება. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მღელვარე რეგიონში საქართველო არის დასავლეთის საიმედო და უნარიანი მოკავშირე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub