არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, ატლანტიკურ საბჭოში და მსოფლიო ბანკში გამართა. ანალიტიკოსებთან საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება იყო განხილვის მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მოლაპარაკებაზე. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკშიც, სადაც ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ვიზიტს იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ თალაკვაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესიდან მიღებული მწვავე გზავნილების შემდეგ არჩილ თალაკვა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
არჩილ თალაკვაძის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
TV IMEDI
აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster