ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნა

25.10.2020 00:48

რუსთავში, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება „რუსთაველებისა“ და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა. სკულპტურის ავტორი, მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა. ღონისძიების ფარგლებში, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. წელს ქალაქს 20 საპატიო რუსთაველი ჰყავს. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: