ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღე
დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა. გამსახურდიას ხსოვნას დღეს პატივი სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს და პირველი პრეზიდენტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასევე ზვიად გამსახურდიას ძეგლები შეამკეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სოფელ დარჩელში. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. ის 1973-1990 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1991-1992 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტი. ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 3 წლის წინ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მზადება ზვიად გამსახურდიას იუბილესთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
147
ზვიად გამსახურდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზვიად გამსახურდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამსახურდიას საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოჯახი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster