ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივი განცხადება

30.03.2019 01:58

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანებიან. „გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე. ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას, შესაძლოა, დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს… „ქართული ოცნება” უკვე შვიდი წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს. გმადლობთ ყურადღებისათვის”,  – აღნიშნულია ცოტნე გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ერთობლივ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივი განცხადება
01:05

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივი განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიამ ჯაში - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად მოხდება ყველა ზომის გამოყენება
00:28

მარიამ ჯაში - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად მოხდებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების შიმშილობის აქცია პროკურატურასთან
01:22

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების შიმშილობის აქცია პროკურა...

Iberiana21

გამსახურდიას საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოჯახის წევრები
01:15

გამსახურდიას საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოჯახი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მანანა არჩვაძის თანამოაზრეები ცოტნე გამსახურდიას \"გამოსახსნელად\" და გიორგი გამსახურდიას ბოდიში
10:31

მანანა არჩვაძის თანამოაზრეები ცოტნე გამსახურდიას "გამოსახსნე...

MULTIMEDIA GE

ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?
01:29

ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?

რადიო თავისუფლება

გამსახურდიების საპროტესტო აქცია
01:43

გამსახურდიების საპროტესტო აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა
01:50

ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო