ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია


შედარებით სტაბილური ვითარებაა საქართველოში.

ბოლო 24 საათში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. არ გაუარესებულა არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს აღებული 20 ტესტიდან „კოვიდ 19“ არცერთთან დადასტურდა. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 17-ვე საეჭვო მოქალაქის პასუხებს ელოდებიან. ამ ეტაპზე ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდეს. ინფიცირებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრდება უცხოეთიდან ჩამოსულ პირთა მიმართ მოთხოვნები და საკარანტინო ან იზოლაციაში მყოფი პირების კონტროლი. რამდენიმე იზოლირებულმა პირმა გარეთ გასვლა სცადა, რის გამოც იძულებით საკარანტინო ზონაში აღმოჩნდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან