„ამათი მოსვლით გული სიხარულით მევსება“ - ცენტრ „აფხაზეთი“ შინმოვლის სერვისის ბენეფიციარი

09/04/2020
Radio Atinati-ის მიერ

აფხაზეთიდან დევნილი 70 წლის როზა მარშავა ერთ-ერთია იმ 20 მარტომცხოვრებ და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოხუცს შორის, რომელიც ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში შინმოვლის სერვისთ სარგებლობს. ის ერთ წელზე მეტია ლოგინსაა მიჯაჭული და დამოუკიდებლად წამოდგომაც არ შეუძლია. როზა მარშავა, მეუღლესთან თამაზ ფაჟავასთან ერთად, 25 წელზე მეტია ზუგდიდში, ე.წ. „ვექტორის“ დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებაში ცხოვრობს. მათ ექთნები სხვადასხვა სამედიცინო სახის მომსახურებას უკვე რამდენიმე თვეა სახლში უწევენ.


საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) პროექტი - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში“ დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, რომელიც სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ხორციელდება. პროექტის სამიზნე ბენეფიციარები არიან დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (სამეგრელო 50, იმერეთი და შიდა ქართლი 25-25). აღნიშნული პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ყველა აქტივობა მიმართული იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ. დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებლებმა პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სარგებელი მიიღეს და აქტიურად ჩაერთვნენ COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან