ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ე.წ. სასამართლომ ქართველ მედიკოსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს. განცხადებაში წერია, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში ვითარება გამოსწორდეს და ქართველი ექიმი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს. განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ექიმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 16 ნოემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster