ინციდენტი რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიაში“


ინციდენტი რუსეთის პირველ არხზე. საინფორმაციო გამოშვების დროს, სტუდიაში არხის ერთ-ერთი თანამშრომელი პლაკატით ხელში გამოჩნდა, რომელზეც ეწერა „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“. მანამდე წამყვანი საერთაშორისო სანქციების ზემოქმედების შემსუბუქების გეგმებზე საუბრობდა. ტელეკომპანიაში მომხდართან დაკავშირებით, მოკვლევა დაწყებულია. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, აღნიშნული თანამშრომელი დაკავებულია. პირდაპირ ეთერში გამოჩენამდე მარინა ოვსიანიკოვამ ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც ის ომზე პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს აკისრებს და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან