აშშ-ის საელჩოს განცხადება

13.07.2020 00:36

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას გმობს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საელჩო რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა  და საქართველოს დეოკუპაციაზე ამახვილებს ყურადღებას. „ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის საელჩო ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. 33 წლის ზაზა გახელაძე კასპის რაიონში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შაბათს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: