რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის მასშტაბური იერიშების მოლოდინში კიევი დასავლეთისგან ახალ სამხედრო დახმარებას იღებს.

დამატებით 500 მილიონი ევრო ევროკავშირიდან და 800 მილიონი დოლარის შეიარაღება აშშ-დან. მოსკოვის მუქარის ფონზე საომარი მოქმედებების გააქტიურებასთან დაკავშირებით პროგნოზები სულ უფრო მძიმდება. ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიური გადაჯგუფება და მობილიზაცია მიმდინარეობს. ხარკოვი, დონეცკი, ზაპოროჟიე - იბომბება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - რუსეთის საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული მარიუპოლის აღება, კვლავ შეუსრულებელი რჩება, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი არ ნებდება და ბრძოლას განაგრძობს. ომის პარალელურად დასავლეთის მიმართ რუსეთის ტონი და რიტორიკა კიდევ უფრო მწვავდება, რაც დღეს ლავროვის გზავნილებმაც დაადასტურა. კიევის შემოგარენში მდებარე ქალაქებში გამოვლენილი სისასტიკის შემდეგ მოლაპარაკების გაგრძელების სირთულეზე შუამავალი ქვეყანა თურქეთიც საუბრობს. ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინაპირობად მოსკოვი ჯერ არარსებულ დოკუმენტს ასახელებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან