აჭარული ხაჭაპურის ფაფუკი ცომი,хачапури по аджарски,acharuli xachapuri

04/19/2021
CHEF GIGA BAKES-ის მიერ

დღეს მოგიმზადეთ გემრიელი, ნაზი და ფაფუკი აჭარული ხაჭაპური.
აჭარული ხაჭაპური,საუკეთესო აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი,хачапури по аджарски,acharuli xachapuri
გირჩევთ ერთხელ მაინც მოამზადოთ ჩემი რეცეპტით.
გისურვებთ წარმატებებს,გემრიელად მიირთვით.
საოცარი რეცეპტია.

ინგრედიენტები:

1.ფქვილი 1 კგ
2.თბილი წყალი 400 მლ
3.ნაღები ან რძე 200 მლ
4.საფუარი 20-21 გ
5.მარილი 3 ჩ.კ შეგიძლიათ უქნათ უფრო ნაკლები ან უფრო მეტი,თქვენზე არის დამოკიდებული
6.შაქარი 2 ჩ.კ
7.ზეთი 60 მლ სუნის გარეშე
8.ყველი მოცარელა 400 გ
9.ყველი ფეტა 700 გ (იმერული ყველი ჩავანაცვლე ფეტას და მოცარელას მიქსით
10.ყველი ჩედარი 70-100 გ შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი
მე სულგუნის უქონლობის გამო გამოვიყენე ჩედარი.
11.4 ცალი კვერცხი
---------------------------
1)ეტაპი:ვამზადებ აპარას ანუ საფუარის სითხეს
--------------------------
1.300 გ ფქვილი
2.საფუარი 20-21 გ
3.თბილი წყალი 400 მლ
4.ნაღები ან რძე 200 მლ
5.მარილი 3 ჩაის კოვზი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკლები ან მეტი თქვენზე არის დამოკიდებული
6.2 ჩ.კ შაქარი
ყველა ეს ინგრედიენტი კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაიმახსოვრეთ მასა უნდა იყოს აუცილებლად თხევადი და არა სქელი.
შემდეგ დავახუროთ პარკი და დავასვენოთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 15-20 წუთით
--------------------------------------
2)ეტაპი:შიგთავსის მომზადება
------------------------------------
1.ყველი მოცარელა 400 გ
2.ყველი ფეტა 700 გ
3.ყველი ჩედარი70-100 გ ან თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი,მე სულგუნის უქონლობის გამო გამოვიყენე ჩედარი
4.1 ცალი კვერცხი
5.2 ს.კ ფქვილი
-----------
ყველს გავხეხავ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაჭყლიტოთ როგორც გესიამოვნებათ.გახეხილ ყველს ვუზავ 1 ცალ კვერცხს და 2 ს.კ ფქვილს,რათა ყველი დუღილის დროს არ გადმოვიდეს ცომის მასიდან და დარჩეს შეკრული მასა.
კარგად მოვურევ და გადავალ შემდეგ ეტაპზე
--------------------
3)ეტაპი:ცომის მოზელა
--------------------
დარჩენილ ფქვილს შევურევ უკვე მზა საფუარის სითხეს
1)700 გ ფქვილი
ცომს კარგად ამოვზილავ დაახლოებით 15-20 წუთით
და გადავიტან დასამუშავებლათ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე,სადაც 5-10 წუთით კიდევ დავამუშავებ..დაიმახსოვრეთ რომ ცომი ამოზილეთ ბრთხილად რათა ის ჰაერის ბუშტუკები რაც მას აქვს შენარჩუნებული არ დაზიანდეს და კონსტიტენცია არ დაირღვეს.
ასე რომ შეეცადეთ ცომს მთელი ძალით არ დააწვეთ.
---------------------
4)ეტაპი:ცომის დამუშავება და ბურთულების ფორმირება
---------------------
გადამაქვს ცომი ვამუშავებ კიდევ ცოტახნით და შემდეგ ვჭრი თანაბარ ნაჭრებად..მე მოვამზადე 2 ცომის ბურთულა წონით 270-280 გ თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ რა წონისაც გესიამოვნებათ.
დაჭრილ ცომს მივეცი ბურთულების ფორმა,და გადავიტანე გამოსაცხობ ფორმაზე,სადაც ოდნავი ხელის დაჭერით ცოტათი გავაბრტყელე და დავასვენე დაახლოებით 15-20 წუთით.
5)ეტაპი:ცომის გაბრტყელება
------------------------
დასვენებული ცომი რაც შეიძლება ბრთხილათ გავაბრტყელოთ რათა არ დავკარგოთ არსებული ჰაეროვანი ბუშტუკები ,რომლებიც ხელს უწყობენ ცომის ამოსვლას.თუ ძალიან დავაწვებით ცომის მასას კონსტიტენცია დაირღვევა და ცომიც გაგვიფუჭდება,უბრალოდ არ ამოვა.
------------------
6)ეტაპი:ყველის გადატანა ცომის მასაზე
------------------
გაბრტყელებულ ცომზე ყველი თანაბრათ გადავანაწილე .რათა გვერდების გადაკეცვის დროს ყველით გაივსოს ყველა ადგილი და ცომის გამოცლა აღარ დამჭირდეს.მივეცი რკალის ფორმა გადახვევის დროს.
ეხლა მზა ხაჭაპურებს გადავიტან გამოსაცხობ ფორმაზე
------------------------
7)ეტაპი:კვერცხის გულის მოსვება
-----------------------
1.2 კვერცხის გული
2.მწიკვი მარილი
კარგად ავფქვიფე და სილიკონის ჩოთქით დავფარე მთლიანი ხაჭაპურის მასა,გამოცხობის დროს კვერცხის გული მისცემს ოქროს ფერ ელფერს.
-------------------
8)ეტაპი:გამოცხობა
------------------
180 ° გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში ვაცხობ 15-20 წუთით,შეიძლება დასჭირდეს ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები გააჩნია ღუმელს..ამიტომ კარგად დაუკვირდით.
--------------------
9)ეტაპი:დეკორი
--------------------
მე გამოვიყენე მხოლოთ კვერცხის გული თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მთლიანი კვერცხი.
1. 2 ცალი კვერცხი
2. კარაქის ნაჭერი თქვენ რა ზომისაც გინდათ
კვერცხის დასმის შემდეგ ვაცხობთ კიდევ 2 წუთით მაღალ ტემპერატურაზე.
--------------
დავასრულე მომზადებაც ..
დიდი მადლობა ყველა თქვენგანს რომ გვიყურებთ,წარმატებებს გისურვებთ და გემრიელად მიირთვით.ჩვენ კი შვხვდებით შემდეგ ვიდე6ყჰ5ოში..
-----------------------
хачапури по аджарски
ИНГРЕДИЕНТЫ 8 порций
1.1 кг муки
2.600 мл тёплой жидкости ( молоко или сливки + вода
3.3 ч.л. соли
4.2 ч.л. сахара
5.20-21 г дрожжей
6.60 мл растительного масла
7.1 кг муки
НАЧИНКА:
1.400 г моцарелла или мягкого сыра
2.700 г сыр ФЕТА или сулгуни
По 1 желтку для смазывания
СВЕРХУ:
1 желток - 1 хачапури
Кусок сливочного масло
#acharulixachapuri
#acharulikhachapuri

ვიდეოები „CHEF GIGA BAKES"-ისგან