ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა. დოკუმენტში ასევე საუბარია წინასაარჩევნო პროცესის გაშუქებაზე. აღნიშნულია, რომ კამპანია ფართოდ შუქდება ბეჭდურ და ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებში. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო მეტისმეტად წყალობს მმართველ პარტიას, მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეს საკითხი“. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე. დოკუმენტში ასევე საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაზეც. აქვე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა ღრმა პოლარიზებით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო გარემო - ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
OSCE/ODIHR-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კელი დეგნანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო/ოდირის დასკვნა - შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო ოდირის დასკვნა- მმართველმა გუნდი და ოპოზიცია დოკუმენტს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია არჩევნების გაშუქებაზეც
პირველი არხი Georgian Public Broadcaster