ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია არჩევნების გაშუქებაზეც
ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია არჩევნების გაშუქებაზეც. დოკუმენტში წერია - ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე დაეთმოთ შედარებით თანაბარი დრო, ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით. „მრავალფეროვანი და პლურალისტული მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებულია პოლიტიკურ მიმართულებებსა და ბიზნესინტერესებს შორის. ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე დაეთმოთ შედარებით თანაბარი რაოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქება. ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. გარდა ამისა, რეალური საგამოძიებო გადაცემებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის ფონზე, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოთქმული ბრალდებებით“, – აღნიშნულია ანგარიშში. ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციების ტექსტი ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე - 1tv.ge. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა - პოლიტიკური შეფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა - პოლიტიკური შეფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო/ოდირის პასუხი სახალხო დამცველს და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster