ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ. საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული: „1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს; 2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ; 3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს. ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცვლილებების მომზადება და ღია გამჭირვალე პროცესი გაზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“. გარდა ამისა, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გამოქვეყნებულ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც „საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ“. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები. სრულად ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივ დასკვნას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე 1tv.ge საარჩევნო ცვლილებებზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ დასკვნას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა - პოლიტიკური შეფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო/ოდირის დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლო რეფორმაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალ საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster