ვენეციის კომისიის დასკვნა


ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ ვენეციის კომისიიდან დასკვნა მიღებულია.

სასამართლო რეფორმის პროექტზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გაწერილი 12 პუნქტიდან რიგით მესამე რეკომენდაციაა, კომისიამ საკუთარი შეფასება გამოგზავნა. რამდენად აკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მომზადებული კანონპროექტი ევროკომისიის მესამე პუნქტს, რომელიც ხელისუფლებას გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის გატარებას ავალდებულებს - ვენეციის კომისიის შეფასებით, შენიშვნების ნაწილი ისევ რჩება. მათ შორის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატიზმის და პირადი საკითხების აღმოფხვრის და საბჭოს ძირეული რეფორმის შესახებ. დასკვნაში მოხვდა სხვა შენიშვნებიც. ხელისუფლებისგან გასხვავებით, ოპოზიცია კომისიის შეფასებებში მწვავე და კრიტიკულ გზავნილებს ხედავს. მმართველი გუნდი ახლა ამავე რეფორმის პროექტზე ეუთო-ოდირის დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც საპრლამენტო განხილვების გაგრძელებას გეგმავს. დღის ბოლოს ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნა ევროკომისიის კიდევ ერთ პუნქტზე, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინული კანონის ქართული თარგმანია და რომელიც ინიცირებისთანავე მწვავე პოლიტიკური უთანხმოების თემად იქცა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან