ეუთო/ოდირის პასუხი სახალხო დამცველს და შეფასებები
პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს მიღებული სადავო კანონის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება და ახალ ფაზაში გადადის. საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებაზე და მის ნაცვლად ორი სამსახურის შექმნაზე. ხელისუფლების მიმართ საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად ოპოზიცია ამჯერად ეუთო/ოდირის იმ პასუხს იშველიებს, რომელიც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ გამოგზავნა. ომბუდსმენმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ინსტიტუტს სამართლებრივი შეფასებების გაზიარება სთხოვა ხმაურის ფონზე დამტკიცებულ კანონზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მედიისთვის შეფასებების ამსახველი დასკვნა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა როგორც ნინო ლომჯარია ამტკიცებს, ნაჩქარევად და მხარეთა ჩართულობის გარეშე წარმართული პროცედურების გამო ეუთო/ოდირი მიღებული კანონის შეჩერების რეკომენდაციით გამოდის. გიორგი კობერიძე არკვევდა, გადაიხედება თუ არა სადავო კანონი, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფუნქციები ერთმანეთისგან გამიჯნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - პოლიტიკური და რელიგიური პროცესები ქვეყანაში
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
ეუთო-ოდირის დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო/ოდირის დასკვნა - შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო ოდირის დასკვნა- მმართველმა გუნდი და ოპოზიცია დოკუმენტს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia