პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი

04/27/2021
Michael's Blog 13-ის მიერ

გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...

ლოთი

ალალმა გულმა თრობა მიბიძგა,
თოვაა, მზაობს სულის კონცერტი.
მოყინა, მე კი ამ სიცივისგან
სიამოვნებით კიდევ მოვწევდი...

ერთ ღერს, ან სულაც კოლოფნახევარს,
რაღაცა მადლით, უფლის შეწევნით;
თოვაა, მე კი ისე მახველებს,
რომ საბოლოოდ სიკვდილს ვეწევი!

მეწყინა, ისე ძლიერ მეწყინა,
რომ გამითავდა თოვლში სასმელი.
და პოეზია იყო მეტწილად
ჩემი თავიდან გამოსასვლელი.

მომწარო სუნი დგება ანაშის,
ბედნიერი ვარ! ლოთი მქვია რომ,
უკვე დავეშვი ჭვავის ყანაში
და ვფიქრობ ისევ ამოვიარო.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

ვიდეოები „Michael's Blog 13"-ისგან