პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - Why so serious? HA HA HA HA (Joker )

05/10/2021
Michael's Blog 13-ის მიერ

გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...

Why so serious? HA HA HA HA ( Joker )


ჩემგან ღიმილი ყველა ნაბიჭვარს!
სული სავსეა იმპლიკაციით
ვისაც ვუყვარდი ზედ დამაბიჯა
და არსებობა დამაქვს კაცივით.

ეს მე ვარ, კაცი მოკლე სიცილით
გადანაფიქრი როგორც წერილი.
ვარ მოხიბლული თქვენი სიცივით
და ერთი ნახვით გამოწერილით...

ჩემი ცხოვრების ფერად \" პეიჯზე \",
ხანდახან მინდა სივრცის დახვრეტა.
გარეთ ხეებმა თმები შეიჭრეს,
რომელიც მერე ქარმა დახვეტა.

ეს მე ვარ, კაცი მოკლე სიცილით
ლოთი მამისგან შვილის ცემა ვარ.
მძიმე ტრავმა ვარ დედის სირცხვილის
მე შეზღუდული გამოცემა ვარ.

ცოდვილ ქალაქის ყალბი მიმიკა
ყარს არსებობით სულის მომკვლელით.
სიცილს სახეზე დანით მივიკრავ
რომ დაინახოთ თქვენში ჯოკერი....

გული რომელიც ნაღდად გულია,
ცა შეიძლება მალავს სხვაობას.
ღმერთი ნამდვილად კომფორტულია,
რომ მასში მალო არარაობა...

დამაყრევინებს მიწა ნაწლავებს,
სისხლს ამოვარწყევ ცემით ქაფიანს.
ღიმილო, თმენა რატომ მასწავლე?
ღიმილო, ტანჯვა უფრო სწრაფია!

მე დაცინვა ვარ ძვირფას მეგობრის,
ვჟიმაობ, ვკლავ და მერე ვხარხარებ.
ღიმილო, ასე როგორ მეწყობი,
ტკივილო, ასე როგორ მახარებ.

ჩემგან ღიმილი კლოუნს და ჯამბაზს,
ღიმილი ბოზის ხელოვნურ კივილს
და ცოდვილ ქალაქს, შხამიან მამბას,
მუდამ ღიმილს რომ აპარებს ტკივილს.

ეს მე ვარ, კაცი მოკლე სიცილით
სასაცილოა თავს რომ იკლავენ.
ვარ მოხიბლული თქვენი სიცივით
და ახლაც HA HA თავს ვერ ვიკავებ

HA HA ! HA HA! HA HA HA HA ! HA!
Why so serious?


მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020.

ვიდეოები „Michael's Blog 13"-ისგან