მდინარე ჯუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

14.07.2020 00:20

ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში ამ დრომდე ეძებენ 15 წლის ბიჭს. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“ ამბობენ, რომ მოზარდის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ამავე ცნობით, იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება. დაკარგულის ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი პიროტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Twitter:  / atinati1059   https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: