რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო და 24 საავიაციო იერიში განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები 55-ჯერ დაბომბეს.

რუსეთის არმიის ნაწილებმა იერიში საერთო ჯამში ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, სუმისა და ხერსონის რეგიონებში 30 დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ მიიტანეს. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის წინააღმდეგ 200-ზე მეტი ჭურვი და ნაღმი ისროლეს. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რუსმა სამხედროებმა ასევე გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის რაიონებში ახორციელებენ, განაგრძობენ იერიშებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო შენობებზე. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, წარმატებით გრძელდება უკრაინის არმიის შეტევა ხარკოვის რეგიონში მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში უპილოტო თვითმფრინავების კონტროლის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან